ბათუმში, სახელმწიფო ბალანსზე არსებულ შენობებში უსახლკაროები შეიჭრნენ

ქვეყანაში არსებული სიღატაკე, ათასობით უსახლკარო და სოციალურად დაუცველი, უკიდურეს გაჭირვებასა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში მცხოვრები ადამიანების  დღემდე მოუგვარებელი პრობლემა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა. ხელისუფლება ამ ხალხს აგერ უკვე 12 წელია მაღალი ტრიბუნებიდან არწმუნებს, რომ ენერგიას არ იშურებს, რათა საქართველოს ყველა მოქალაქე ღირსეულ გარემოში ცხოვრობდეს. თუმცა, რეალობა ისაა, რომ ბედის ანაბარა მიტოვებული ათასობით ადამიანის ყოველდღიურობა არსებობისთვის უკომპრომისო ბრძოლაა. შეუსრულებელი დაპირებებით დაღლილი ხალხი,  შვილების გადასარჩენად, მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალის პოვნას თავად ცდილოს და  ხშირად უკიდურეს ზომებსაც მიმართავს. ასე მაგალითად, აჭარაში ბოლო პერიოდში, გახშირდა  მიტოვებულ შენობებში თვითნებურად შეჭრის ფაქტები. ბოლო 24 საათის განმავლობაში ბათუმში სახელმწიფო ბალანსზე არსებულ შენობების უნებართვოდ დაკავების 2 შემთხვევა დაფიქსირდა. 

მეტის ნახვა