ბათუმში უწყვეტი აქციები გრძელდება - უსახლკაროები საცხოვრებელ ფართებს ითხოვენ

მოქალაქეების უკეთეს მომავალზე და ღირსეულ პირობებში ცხოვრებაზე ზრუნვა რომ „ქართული ოცნების“ მთავარი პრიორიტეტია, არაერთხელ გაჟღერებულა მაღალი ტრიბუნებიდან. ისიც არაერთხელ გვსმენია, თუ როგორ დაუღალავად იღწვის ხელისუფლება ამისთვის. თუმცა, ფაქტი ისაა, რომ აჭარაში რამდენიმე ათასი უსახლკარო ადამიანი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. სოციალურად დაუცველები, იპოთეკით დაზარალებულები და სტიქიის ზონაში მცხოვრები მოქალაქეები უკვე წლებია ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავენ. ისინი სისტემატურად, ქარსა თუ წვიმაში, უკვე წლებია, ბათუმის მერიასა თუ აჭარის მთავრობის სახლთან აქციებს მართავენ  და მათ მიერ დაქირავებულ ხელისუფლებას განსაცდელში მყოფი მოქალაქეების არსებობას ახსენებენ. თუმცა ამაოდ,  მათი პროტესტი უპასუხოდ,  პრობლემა კი პრობლემად რჩება.  უსახლკარო და გაჭირვებული ადამიანების  რიცხვი კი ყოველდღიურად იზრდება.  

მეტის ნახვა