ახალი ამბები • 1735219731
დახლებიდან გამქრალი რესპირატორები, სათვალეები და ჩაფხუტები
მაღაზიებს და საწყობებს სუს-მა და შემოსავლების სამსახურმა, თავდაცვითი საშუალებების გაყიდვა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "პირველი" ავრცელებს.
მათი ცნობით, სუს-ის წარმომადგენლები გუშინ ღამით იყვნენ მისულები სხვადასხვა სავაჭრო დაწესებულებში და მათ აირწინაღების, ჩაფხუტების და სათვალეების გაყიდვა აუკრძალეს.
სტენდებიდან მოხსნილი და დასაწყობებულია რესპირატორები, სათვალეები, ჩაფხუტები - მეტიც, დასაწყობებული თავდაცვის საშუალებები დალუქეს, რომ ვერავინ შეძლოს ამ საშუალებების გაყიდვა.
ქსელურ ჰიპერმარკეტებში "პირველებს" უდასტურებენ, რომ თავდაცვითი პროდუქცია დღეს დილიდან გაქრა.
სავარაუდოდ გუშინ მარაგები ამოიწურა, იმიტომ რომ აღარ არის საერთოდ არაფერი.
გუშინ იყიდებოდა ეს მარაგები, ადგილობრივ მომწოდებელს შემოჰქონდა პროდუქცია, თუმცა დღეს შეწყდა, ამიტომ ვარკვევთ რა ხდება" - ამბობს "დომინოს" წარმომადგენელი.
ცნობისთვის, ეს ის აუცილებელი ეკიპირებაა, რომლითან აქციაზე მისული ხალხი თავს მომწამლავი გაზისგან და წიწაკის სპრეისგან იცავს., ამიტომაც, ახლა უფრო დიდი რისკია, რომ ახალგაზრდები, ადამიანები რომლებიც აქციაზე დგანან მოიწამლონ.
1728455482
1727447820