გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე ელექტროენერგიის ტრანსფორმატორი წყალში დგას | მოსახლეობა შველას ითხოვს

უკიდურესად საფრთხის შემცველი მდგომარეობაა გენერალ ასლან აბაშიძის 49 |19  ნომერში. პირველ სართულზე მდებარე ბინებში წყალი შედის და დატბორილია ეზოც. შეიძლება ითქვას, რომ ელექტროენერგიის ტრანსფორმატორი პირდაპირ წყალში დგას. აქ მცხოვრები ჟუჟუნა ლორთქიფანიძე შველას ითხოვს. ქალი უკვე ოთხი დღეა ღამეს მანქანაში ათევს. სახლში შესვლას ვერ ახერხებს, რადგან ტრაგედია ნებისმიერ წამს შეიძლება დატრიალდეს - წყლის დონემ შესაძლოა ნებისმიერ დროს მიაღწიოს ჩამრთველებს და დენი გაატაროს. რას აკეთებს ამ დროს ბათუმის მერია? ჟუჟუნა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ არაფერს. ბათუმის წყალს ჭების გაწმენდის მოთხოვნით უკვე რამდენიმე დღეა ურეკავს, თუმცა უწყება მათ პრობლემაზე არ რეაგირებს. ბათუმის მერიიდან პასუხს ამ დრომდე ველოდებით 

 

სახლ

მეტის ნახვა