ახალი ამბები • 1756410394
ლეოგრანდის ტრაგედიიდან 5 წელი გავიდა
საზოგადოება
1669271545
ლეოგრანდის ტრაგედიიდან 5 წელი გავიდა. 2017 წლის 24 ნოემბერს სასტუმროში გაჩენილმა ხანძრმა 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გარდაცვლილებს შორის საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქე იყო. 19-მა პირმა კი, სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.
ხუთი წლის წინ, ცეცხლი დაახლოებით 20:00 საათზე, სასტუმროს საქვაბესა და სპა სალონში გაჩნდა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. მომხდარიდან რამდენიმე თვეში, შსს-მ ორი პირი, ერთი საქართველოს, ერთი კი, თურქეთის მოქალაქე დააკავა. გამოძიების თანახმად, მათ სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა ევალებოდათ.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა