ახალი ამბები • 1769693544
მიხეილ გომიაშვილი გარდაიცვალა
საზოგადოება
1662965562
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, მიშა გომიაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მსახიობის გარდაცვალება გულის შეტევას უკავშირდება.
იგი კლინიკაში მკურნალობდა. მიშა გომიაშვილი 1994 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის სამსახიობო დასში ირიცხებოდა.
მიღებული აქვს „ოქროს ნიღბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“. იყო არაერთი კინო თუ თეატრალური როლის შემსრულებელი.
მეტის ნახვა






















