„მოქალაქეები დაბა ხულოში სიცივეში გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილები“ | ენმ

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს. სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ნიკა ქაშიბაძემ განაცხადა, რომ უკვე სამი დღეა დაბა ხულო და მიმდებარე სოფლები უწყლობის გამო პარალიზებულია და გარე სამყაროსაა მოწყვეილი. „მოქალაქეები სიცივეში გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილები“-განაცხადა ქაშიბაძემ.  მისი თქმით,  ამის მიზეზი ისაა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მობილიზებას ვერ ახერხებს. ნიკა ქაშიბაძე პასუხისმგებელ უწყებებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ მოახდინომ რეაგირება.

მეტის ნახვა