ახალი ამბები • 1769693544
მუნიციპალური სასადილოების გეგმიური მონიტორინგი დაიწყო | ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია
საზოგადოება
1731051180
მუნიციპალური სასადილოების გეგმიური მონიტორინგი დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს მზა კერძების კალორიულობაზე, ჭურჭლის რეცხვის და დასუფთავების ხარისხზე საანალიზო ნიმუშების აღება, ასევე განხორციელდება ქიმიური და ბაქტერიოლოგიური კვლევა.
მონიტორინგს სანიტარული ზედამხედველობის განყოფილება მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის“ თანამშრომლებთან ერთად ახორციელებს.
მუნიციპალური ინსპექცია დაწესებულებებს, გეგმიურად წელიწადში 4-ჯერ, ყოველ კვარტალში ამოწმებს.
მეტის ნახვა






















