„ოცნების ქალაქში“ პროტესტის პარალელურად აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ამტკიცებს, რომ ბინების გადაცემის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს

ოცნების ქალაქში არსებული პროტესტის ფონზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ამტკიცებს, რომ ბინების გადაცემის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს. ნინო ნიჟარაძეს ამის მაგალითად საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა მოჰყავს. ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ არსებობს კრიტერიუმების ჩამონათვალი, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია  ჯგუფების  პრიორიტეტულობა და რიგითობა. მისივე ინფორმაციით, საცხოვრებლების გადანაწილების პროცესი მომდევნო კვირაში დასრულდება. ცნობისთვის, სწორედ მომდევნო კვირაში აანონსებენ მუყაოს ქალაქში მცხოვრებლები საპროტესტო აქციებს. ისინი ამტკიცებენ, რომ ფართებით ოცნების მხარდამჭერებს აკმაყოფილებენ, ხოლო უკიდურესად გაჭირვებულები ღია ცის ქვეშ რჩებიან.

მეტის ნახვა