ვის შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება აჭარაში | მისამართები ცნობილია

შუქის გათიშვა, სინათლე

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს,

07:00-დან 09:00 საათამდე და 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ქობულეთში: რუსთაველის, ჯავახიშვილის, გურამიშვილის, ლესელიძის და მიმდებარე ქუჩებზე;

10:00-დან 20:00 საათამდე აბონენტებს შუახევის რაიონის სოფლებში ბუთურაული, ზამლეთი, ბარათაული, სხეფი, ნენია და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ქედის რაიონის სოფლებში მერისი, სიხალიძეები, მთა ლოდნარი, მთა კოსლითავი, გარეტყე და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ქობულეთის რაიონის სოფლებში ხუცუბანი, სამება, ჭახათი, კოხი, ჩაქვი და მიმდებარე სოფლებში;  

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ხელვაჩაურის რაიონის სოფლებში ჭარნალი, თხილნარი, ომბოლი და მიმდებარე სოფლებში;  

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბათუმში კილაძის, ინასარიძის, კომახიძის, კლდიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;

13:30-დან 20:00 საათამდე აბონენტებს ხულოს რაიონის სოფლებში მთა ვაშლოვანი, მთა დიდაჭარა, დანისპარაული და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

მეტის ნახვა