სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ოქრო

“სარფში” მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები  გამოვლინდა. საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, თითქმის 42 ათასი ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

მეტის ნახვა