როლანდ შავაძე პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებაზე საუბრობს

ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებაზე საუბრობს. როლანდ შავაძეს, რომელიც კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრია, ბსუ-მ შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა. ამის შესახებ მან დღეს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.. „მიზეზები არ არის საძებარი – რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში აქტიურად ვიყავი ჩართული და საქართველოს რუსეთის გუბერნიად გადაქცევის თავიდან აცილების მიზნით პოლიტიკაში წავედი, ეს ვერ მაპატიეს“- აცხადებს იგი. ამტკიცებს, რომ ახლა უნივერსიტეტში იგივე საათებზეა ვაკანსიებია. შავაძე სამართლებრივ დავას აპირებს. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპასუხო კომენტარი არ გაკეთდა. 

მეტის ნახვა