„ოცნების ქალაქში“ ერთ-ერთ ძველ კორპუსში ჭერი ჩაინგრა - მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ

ოცნების ქალაქში ხმაური არ წყდება. მას შემდეგ, რაც ახლად აშენებულ კორპუსში ბინების გადანაწილების პროცესი დაიწყო, პროტესტი აგორდა. დღეს იქ მცხოვრებლების გაღიზიანება ერთ-ერთ ძველ საცხოვრებელში, ჭერის ჩანგრევამ გამოიწვია. შემთხვევის დროს სახლში ბებია და შვილიშვილები იმყოფებოდნენ. ჟუჟუნა მახარაძემ გამოსვლა მოასწრო, თუმცა ბავშვების გამოსაყვანად 112-ის დახმარება გახდა საჭირო. იგივე საფრთის წინაშე კიდევ 22 ოჯახი დგას. მუყაოს ქალაქში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ფართებით დაკმაყოფილება უსამართლოდ მიმდინარეობს.

მეტის ნახვა