"პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი დღის წესრიგში არ დგას"- ომბუდსმენი სააკაშვილზე

"პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი დღის წესრიგში არ დგას"- ამის შესახებ სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. ომბუდსმენმა კლინიკა “ვივამედის” დატოვების შემდეგ თქვა, რომ  დეტალურად ვერ ისაუბრებს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუმცა აღნიშნა, რომ წინა ვიზიტებთან შედარებით, სააკაშვილი  "უკეთესად გამოიყურება".  იოსელიანის თქმით,  შეხვედრა მოკლე იყო და ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან რაიმე კონკრეტული მოთხოვნები არ გაჟღერებულა. 

მეტის ნახვა