ახალი ამბები • 1748595600
ქვეითს, რომელსაც გუშინ, ბათუმში, მანქანა დაეჯახა, კლინიკიდან დღეს გაწერენ
საზოგადოება
1712730541

ქვეითს, რომელსაც გუშინ, ბათუმში, მანქანა დაეჯახა, კლინიკიდან დღეს გაწერენ. ამის შესახებ "ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში" გვითხრეს. კლინიკის ინფორმაციით, 42 წლის ქალს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება, პაციენტი ღამით ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო, სამედიცინო დაწესებულებიდან კი მალე გაეწერება.
შეგახსენებთ, მანქანა ქვეითად მოსიარულე ქალს გუშინ, საღამოს 9 საათზე დაეჯახა. შემთხვევა ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავეს
1746602495

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა