რას ამბობს უსახლკაროების პრობლემაზე ბათუმის მერი?

„ყველა ის ადამიანი, ვისაც შესაბამისი საჭიროება ექნება და დააკმაყოფილებს მუნიციპალური პროგრამის პარამეტრებს, დაკმაყოფილდება“- ასე ეხმაურება ბათუმის მერი ქალაქში ყოველ ხუთშაბათს მიმდინარე მასშტაბურ აქციებს, რომელსაც უსახლკარო, ეკომიგრანტი, იპოთეკით დაზარალებული და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები მართავენ. რატომ ვერ მოაგვარა აქამდე თვითმმართელობამ პრობლემა? კითხვაზე მერი კონკრეტულ არ გვცემს. ამბობს, რომ პროტესტის მონაწილეების დიდი ნაწილი ქალაქში რეგისტრირებული არ არის, რის გამოც საკითხი ინდივიდუალურ შესწავლას საჭიროებს. კითხვა დავუსვით აჭარის ფინანსთა  და ეკონომიკის მინისტრსაც. ჯაბა ფუტკარაძემ ხელი პოლიტიკური სუბიექტებისკენ გაიშვირა და განაცხადა, რომ მოსახლეობა შეცდომაშია შეყვანილი. ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე წელია, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები აქციებს საცხოვრისით დაკმაყოფილების მოთხოვნით მართავენ, რამდენიმე ოჯახი ამჟამადაც ბუკნარში, ერთ-ერთ შენობაშია შეჭრილი და  თითქმის სამი კვირა გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.

მეტის ნახვა