რას ითხოვს ე. წ. ოცნების ქალაქის მკვიდრი ვეფხვია ბერიძე

ე. წ.  ოცნების ქალაქის მკვიდრი ვეფხვია ბერიძე, უამინდობის მიუხედავად,  მთელი დღის განმავლობაში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან მეუღლესა და ოთხ არასრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფება. იგი პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრას ითხოვს. როგორც ბერიძე ამბობს, ოცნების ქალაქში  ქოხების დანგრევის შედეგად დარჩენილი ნაგავი, მოსახლეობის არაერთი თხოვნის მიუხედავად, ტერიტორიიდან არ გაიტანეს, რის გამოც, წვიმის დროს რამდენიმე ათეული სახლი დაიტბორა. ამბობს, რომ ღამის გასათევი არ აქვს და სამინისტროში დახმარების სათხოვნელად მივიდა, თუმცა არავინ შეხვდა და არც მისი პრობლემით დაინტერესდნენ. 

მეტის ნახვა