ახალი ამბები • 1749729270
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირება გრძელდება
საზოგადოება
1673423451
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირება გრძელდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულთაგან, მათ, ვისაც 70 ათასი ან ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ, მოხმარებულ ელექტროენერგიას, 1 კვტსთ-ზე 12 თეთრამდე დაუსუბსიდირებენ. 70 ათასიდან 150 ათასამდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს კი, მოხმარებულ კომუნალურ სერვისს 1 კვტსთ-ზე 3 ლარითა და 50 თეთრით დაუფინანსებენ.
შეგახსენებთ, სოცდაუცველთათვის ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირება 2015 წელს დაიწყო. ამ მიზნით, მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან 12 მილიონამდეა გამოყოფილი.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა