ახალი ამბები • 1728566105
თანხის გამოძალვა თუ უსაფუძვლო ბრალდებები - ხელვაჩაურელების პრეტენზიები
წყალი, ელექტროენერგია, გაზი, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, ფუფუნება არ არის და ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. თუმცა, დღეს, 21 საუკუნეში, არიან ადამიანები, რომელთაც, არაერთი თხოვნის მიუხედავად, ხელისუფლებამ ელემენტარული პრობლემები ვერ მოუგვარა და არსებობისთვის აუცილებელი პირობები ვერ შეუქმნა. პრობლემა განსაკუთრებით სოფლებშია. გამონაკლისი არც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტია. ადგილობრივებს არაერთი პრობლემა აწუხებთ, მათ შორის, სასმელი წყლის. რამდენიმე წლის წინ ხელვაჩაურელებს ჭაბურღილებისათვის საჭირო ელექტროენერგიის საფასური, თვეში 45 ლარის გადახდა ისე დააკისრეს, რომ დღემდე ვერ გაარკვიეს, ვის ჯიბეში წავიდა ეს თანხა. მოქალაქეებმა ხელმოწერებიც შეაგროვეს და თანხის დაბრუნებას დღემდე ითხოვენ, თუმცა ამაოდ. ადგილობრივები ხელს მერისკენ იშვერენ და ამბობენ, რომ თანხები სწორედ დიასამიძემ მიითვისა. დასძენენ იმასაც, რომ ყოფილი ძალოვანი და ხელვაჩაურის პოლიციის ყოფილი უფროსი, ურჩ მოქალაქეებზე შურისძიებას ხელვაჩაურის პოლიციის უფროსის, იაგო დავითაძის დახმარებით ცდილობს. თანხის გამოძალვა თუ მოქალაქეების უსაფუძვლო ბრალდებები?
1728068947
1726854943
1726726009