ცეკვის მასწავლებელი, რომელმაც 12 წლის მოზარდს სცემა, სამსახურიდან მაშინვე გაათავისუფლეს

ცეკვის მასწავლებელი, რომელმაც 12 წლის მოზარდს სცემა, სამსახურიდან მაშინვე გაათავისუფლეს. ამის შესახებ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორმა განაცხადა. 

"პედაგოგმა იძალადა მოსწავლეზე, ეს ფაქტი იმ დღეს არ გახმაურებულა, მეორე დღეს, როგორც მე გავიგე, სამსახურში ამ დროს არ ვიყავი, საღამო იყო, მოვიდნენ მშობლები, მოხდა ინციდენტი, მოხდა პოლიციის გამოძახება და სწორედ ამ დროს შევიტყვე ფაქტის შესახებ. ამოღებული იქნა მასალები, სადაც ვიხილეთ ის რაც გუშინ გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში. დავსაჯეო და დასჯის ფაქტი ვნახეთ. ეგრევე გაფორმდა ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ," - ამბობს თამარ მესხიძე.

მოზარდის მამა, გოჩა მელაძე ამბობს, ინციდენტს ადგილი ადრეც ჰქონდა. 

"ადრე ჩემი მხრიდან ბავშვზე ე.წ წამორტყმასთან დაკავშირებით მე მქონდა საუბარი, მაგრამ მშვიდობიანად, ლამაზად ავუხსენი, რომ არასწორი ფორმა იყო, დაუშვებელი იყო და მანაც მითხრა, რომ არ განმეორდებოდა. ის რაც ახლა თქვენ ნახეთ კადრში, ვერც კი წარმოვიდგენდი. როდესაც ჩვენი ოჯახის წევრი ბავშვის გამოსაყვანად მივიდა, ბავშვი იყო ნატირები, სერიოზულად ნანერვიულები და ბიცოლას უთხრა, რომ მასწავლებელმა გამლახაო. იქვე დაუწყო საქმის რჩევა და ბავშვს უყვიროდა და თვალებს უბრიალებდაო, ვინ დაგარტყაო ხელიო, მე ხელი არ დამიკარებიაო. როდესაც ჩემი მეუღლე მივიდა დააკაკუნა, კარი შეაღო და სთხოვა აეხსნა რაში იყო საქმე, იყო აგრესიული და გაიწია ჩემი დისკენ და ჩემებმა გამოიძახეს საპატრულოს, ამოიღეს კადრები და ამის შემდეგ გახდა ცნობილი რასთან გვქონდა საქმე," - ამბობს გოჩა მელაძე. 

თავად პედაგოგი თავს იმით იმართლებს, რომ მოზარდმა სხვა ბაშვს  სცემა.

"გეხვეწებით რა მე თავი დამანებეთ, ამ ხალხმა მე გამწირა, აღარ მინდა საუბარი. რა იყო [მიზეზი] და ბავშვი მიცემა, კუთხეში გაყვანილი ჰყავდა, ბავშვი გამისისხლიანა. სასამართლო იქნება, დამტკიცდება ყველაფერი," - ამბობს პედაგოგი მერაბ დოლიძე.

მეტის ნახვა