ახალი ამბები • 1751273063
Wizz Air უფასო ონლაინ რეგისტრაციის დროს ამცირებს
საზოგადოება
1686208000

ავიაკომპანია Wizz Air უფასო ონლაინ რეგისტრაციის დროს ამცირებს. შესაბამისი შეტყობინება უნგრული კომპანიის ვებგვერდზე გამოჩნდა.
კერძოდ, 12 ივნისიდან უფასო ონლაინ რეგისტრაცია დაგეგმილ რეისამდე 24-დან 3 საათამდე იქნება შესაძლებელი. აქამდე ამის გასაკეთებლად 48-დან 3 საათამდე დრო იყო საჭირო.
ცვლილება გავრცელდება დაბალფასიანი ბილეთების მფლობელებზე, რომლებსაც თვითმფრინავში ადგილის შერჩევაში თანხა არ გადაუხდიათ. ხოლო ისინი, ვინც ამ სერვისით სარგებლობენ, რეგისტრაციის გავლას კვლავ ფრენამდე 30 დღიდან 3 საათამდე დროის მონაკვეთში შეძლებენ.
ცნობისთვის, Wizz Air საქართველოში რეისებს ქუთაისის აეროპორტიდან 3 ხომალდით და 27 მიმართულებით ასრულებს.

გიორგი ვაშაძე დააკავეს
1750760310
მეტის ნახვა