ახალი ამბები • 1756410394
იაპონიის ყოფილი პრემიერი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, გარდაიცვალა
უცხოეთი
1657271655

იაპონიის ეროვნული მაუწყებლის ინფორმაციით, ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრი სინძო აბე, რომელსაც დღეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, გარდაიცვალა.
სინძო აბეს თავს დღეს დაესხნენ. ქალაქ ნარაში ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს, უცნობმა კაცმა მას ორჯერ ესროლა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 41 წლის თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზე დააკავა. როგორც მედია წერს, მას ადგილიდან გაქცევა არ უცდია. უცნობია მომხდარის მოტივი.
სინძო აბე იაპონიის პრემიერმინისტრის თანამდებობას ყველაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში იკავებდა. მან პრემიერმინისტრის პოსტი 2020 წელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა