ხერსონში, 63 ნაწამები ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

საფლავები ხერსონში

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ხერსონის ოლქში სამართალდამცავებმა 63 ნაწამები ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.

დენის მონასტირსკის ინფორმაციით, ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში წამებულთა ექსჰუმაცია მიმდინარეობს.

"მიმდინარეობს ექსჰუმაცია ცხედრების, რომლებსაც იქ აწამებდნენ. ახლა აღმოჩენილია 63 ცხედარი ხერსონის ოლქის მთელ ტერიტორიაზე, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სამძებრო სამუშაოები მხოლოდ ახლა დაიწყო", - თქვა უკრაინის შს მინისტრმა.

მისი თქმით, ხერსონში მსგავსი დანაშაულის მსხვერპლთა წამების ბევრი ადგილისა და საფლავის აღმოჩენაა მოსალოდნელი.

შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ხერსონში ომის დანაშაულის პირველი ნიშნების გამოვლენის შედეგების საფუძველზე 436 სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

გარდა ამისა, ოლქის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს 11 ადგილი, სადაც ოკუპანტებს ადამიანები უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული. აქედან ოთხ ადგილას რუსები დაკავებულებს აწამებდნენ.

მეტის ნახვა