ახალი ამბები • 1756410394
პოლონეთში, დააკავეს ქართველები, რომლებიც ბინებს სისტემატურად ძარცვავდნენ
                        
                            უცხოეთი
                        
                        
                            
1686204800
                        
                    
                                    
                                            პოლონეთში, დააკავეს ქართველები, რომლებიც ბინებს ქურდავდნენ. შემთხვევა ვროცლავში მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები საცხოვრებლებს სისტემურად ძარცვავდნენ.
დაკავებულთა მანქანიდან პოლიციამ 200 000 დოლარი, ძვირფასეულობა და იარაღები ამოიღო.
"ლუბლინის კრიმინალური გამოძიების დასკვნები აჩვენებს, რომ დამნაშავეები ხშირად ყვავილების გამყიდველებად ან მშენებლებად წარმოაჩენდნენ თავს, სახლებში შესვლის მიზნით. ისინი ხშირად იცვლიდნენ იმიჯსაც. ერთ-ერთ დაკავებულს ინტერპოლი სხვა დანაშაულისთვის ეძებდა", - წერს გამოცემა.
ქართველები სასამართლოს გადაწყვეტილებით დროებით დაკავების იზოლატორში არიან. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
                
                    ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
                    
            1756113571
მეტის ნახვა
        









                            
                            
                            
                            









