ახალი ამბები • 1733997205
პოლონეთში, ოთხ ქართველს მანქანა დაეჯახა, მათგან ორი 13 წლისაა
უცხოეთი
1708418046
პოლონეთში, საქართველოს ოთხ მოქალაქეს მანქანა დაეჯახა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. გამოცემის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ვოინიჩში, იაგელონსკის ქუჩაზე მოხდა.
მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ტროტუარზე მიმავალ ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა.
"საჭეს თითქმის 90 წლის კაცი მართავდა", - ამბობს უმცროსი ასპ. კამილ ვოიჩიკი, ტარნოვის პოლიციიდან.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი იყო მობილიზებული. მედიკოსებმა ინციდენტში მონაწილე პირები გამოიკვლიეს და საბოლოოდ, სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულთაგან ორი არასრულწლოვანია [13 წლის ბიჭები].
დამატებითი ინფორმაცია უცნობია.
დუტა სხირტლაძემ იმედი დატოვა
1733990122
ქობულეთში მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ერთ...
1728455482
ბათუმში პარკირების ადგილის გამო კაცი დაჭრ...
1727447820
მეტის ნახვა