ახალი ამბები • 1751633470
სტამბოლის ტერაქტში ეჭვმიტანილი ქალი დააკავეს - კადრები
უცხოეთი
1668415074
სტამბოლის ტერაქტში ეჭვმიტანილი ქალი დააკავეს. იგი სირიის მოქალაქე აჰლამ ალბაშირია. შესაბამის კადრებს თურქული მედია აქვეყნებს.
არსებული ინფორმაციით, შემოწმდა უსაფრთხოების 1200 კამერა, რომლებმაც დააფიქსირა ქალი, რომელმაც ქალაქის ცენტრში ასაფეთქებელი ჩანთით დატოვა. სამართალდამცველებმა შეისწავლეს მისი მარშრუტები შემთხვევის ადგილისკენ. სპეცოპერაცია 21 მისამართზე ჩატარდა. დაკავებულია აფეთქებასთან სავარაუდო კავშირში მყოფი 46 ეჭვმიტანილი.
როგორც მედია წერს, დაკითხვისას მან აღიარა, ქურთისტანის მუშათა პარტიასთან [PKK] თანამშრომლობა და თქვა, რომ აფეთქება სწორედ PKK-მა განახორციელა.
აფეთქება სტამბოლში გუშინ მოხდა. შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 80-ზე მეტი კი დაშავდა.

გივი თარგამაძე დააკავეს
1751012220

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა