"ენმედიცი" - ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ

"ენმედიცი" -  ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებათა გაერთიანებაა, რომელიც მოქალაქეებს ამბულატორიულ და სტაციონარულ სერვისებს სთავაზობს. კლინიკის სამედიცინო მომსახურება სხვადასხვა დარგის მიმართულებით ყოველწლიურად ვითარდებოდა და დღეს, რეგიონში წამყვანი დაწესებულებაა, მძლავრი ლაბორატორიით. ბათუმში, "ენმედიცის“ სერვისების მისაღებად ჯავახიშვილის 3 ა-ში უნდა მიხვიდეთ.

კლასიკური მედიცინის საუკეთესო ტრადიციები, მაღალი პროფესიონალიზმი, მრავალწლიანი გამოცდილება, მტკიცებულებებზე დაფუძნებული თანამედროვე მიდგომების გამოყენება, კვლევის უახლესი მეთოდები, ულტრათანამედროვე აპარატურა, გამართული მენეჯმენტი - სწორედ ამ ღირებულებებზე დაფუძნებული „ენმედიცი“ უკვე 25 წელია მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე ზრუნავს. კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, ISO-ს სერტიფიკატიც მოიპოვა.

„ენმედიცი“ ნებისმიერი მომხმარებლის მაღალი ხარისხის მრავალპროფილურ, ამბულატორიულ და სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს. გუნდის წევრები ორიენტირებულნი არიან არა მარტო შედეგების სიზუსტეზე, არამედ პაციენტების უსაფრთხო მომსახურებასა და მედპერსონალის დაცვაზე. გარდა ამისა, კლინიკაში წელს, რეაბილიტაციის დეპარტამენტი გაიხსნა, რომელიც მოქალაქეებს რეაბილიტაციის სრულ კურსს სთავაზობს. 

რეაბილიტაციის დეპარტამენტში ტარდება ყველა ხარისხიანი სამკურნალო პროცედურა. გარდა ამისა, მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ პოსტ-ოპერაციული ყველა საჭირო სერვისით, რისთვისაც აქამდე დედაქალაქში ან თუნდაც, საზღვარგარეთ მიდიოდნენ. კლინიკაში ფასები, ქვეყანაში შექმნილ სოციალურ ფონზეა მორგებული.

კლინიკა „ენმედიცი“ 1996 წელს, ქალაქის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიური განყოფილების ბაზაზე დაარსდა. თანდათან ცენტრის სამედიცინო მომსახურება გაფართოვდა სხვადასხვა კლინიკური დარგის მიმართულებით. და დღეს, იგი ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი მრავალპროფილური დაწესებულებათა გაერთიანებაა, მძლავრი ლაბორატორიით. „ენმედიცი“ - ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ!

მეტის ნახვა