ახალი ამბები • 1745409749
კრიპტო გადასახადები და რეგულირება: რა უნდა იცოდეს ყველა ტრეიდერმა?

საქართველოში კრიპტო რეგულაციები შემოდის
იმის გათვალისწინებით, რომ კრიპტოვალუტა ჭეშმარიტად დეცენტრალიზებული კონცეპტია, სახელმწიფოები ცდილობენ ის გარკვეულ რეგულაციებში მოაქციონ.
ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ რა ხდება დღეს ქართულ რეალობაში, რა მდგომარეობაა კრიპტო გადასახადებისა და რეგულირების კუთხით და რა უნდა იცოდეს ყველა ტრეიდერმა, თუკი კრიპტოს ყიდვა უნდა.
რა შემთხვევაში გეხება კრიპტო გადასახადები და რეგულაციები?
საქართველოს ეროვნული ბანკის მიხედვით, ვირტუალური აქტივის მომსახურების ყველა პროვაიდერი ექვემდებარება კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგულაციებს, რომლებიც არის შეზღუდვებისა და გადასახადების სია.
რა შემთხვევაში გეხება ეს რეგულაციები? - თუკი შენ მომხმარებლებს სთავაზობს სერვისს, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა ციფრული აქტივის, ანუ კრიპტოვალუტის ერთმანეთში ან საერთოდ ეროვნულ ან უცხოურ ვალუტებში გადაცვლას, ამ აქტივების გადაცემას, შენახვას, ინვესტიციის განხორციელებას, სესხად გაცემას და ზოგადად, ყველა იმ ქმედებას, რასაც ადამიანი fiat ვალუტის შემთხვევაში სტანდარტულად ყოველდღიურ ცხოვრებაში ახორციელებს.
თუკი ამ პირობებს აკმაყოფილებ, როგორც კრიპტო ბირჟა ან ტრეიდერი, მაშინ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კრიპტო რეგულაციები შენც გეხება და ამ სტატიაში გაიგებ, რა კრიპტო რეგულაციები შემოდის საქართველოში.
რა რეგულაციები არსებობს საქართველოში კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით?
რეგულაციების უმეტესი ნაწილი ეხება ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ კრიპტო ბირჟებს.
ბევრად მეტი თავისუფლებით ტრეიდერები და კრიპტო ენთუზიასტები სარგებლობენ, თუმცა ბირჟებზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე მათაც ეკისრებათ გარკვეული ვალდებულებები.
მაგალითად, თუკი ვინმეს საქართველოს ტერიტორიაზე უნდა რომ კრიპტო სერვისები აწარმოოს, ანუ კრიპტო ბირჟა ჰქონდეს, საჭიროა რომ ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდეს სუბიექტად.
გარდა ამისა, მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოებას ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას შეუძლია ვირტუალური აქტივების მომსახურების განხორციელება და შესაბამისად ეროვნულ ბანკში სუბიექტად რეგისტრაცია.
დამატებით კი, კრიპტო სუბიექტი, რომელიც სერვისებს სთავაზობს ტრეიდერებს, იქნება ეს კრიპტოს ყიდვა, გაყიდვა, შენახვა თუ სხვა, ვალდებულია რომ სათავო ოფისი განათავსოს საქართველოს ფარგლებში და ამ პლატფორმის წარმომადგენლობაზე პასუხისმგებელი პირი თვის განმავლობაში 14 დღეს ატარებდეს საქართველოს ტერიტორიაზე.
ისიც გაითვალისწინე, რომ ქართულ კრიპტო სამყაროში აკრძალულია აგენტების მეშვეობით კრიპტო სერვისის გაწევა, ანუ შენ, როგორც ტრეიდერს, კრიპტო ბირჟის სახელით მომუშავე მესამე პირი ვერ მოგემსახურება.
თუ კრიპტოს ყიდვა გინდა, რა უნდა გაითვალისწინო?
გარდა იმ შეზღუდვებისა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი კრიპტო ბირჟებს უწესებს და რომელბზეც ვისაუბრეთ, არსებობს დამატებითი რეგულაციები, რომლებიც პირდაპირ ტრეიდერებს ეხებათ და აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.
მაგალითად, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც კრიპტო რეგულაციებს ეხება, მომხმარებლები ვეღარ შეძლებენ ვირტუალური აქტივებით სესხის აღებას, ანუ შენ ბიტკოინ სესხს ვეღარ აიღებ და ეს ეხება ყველა კრიპტოვალუტას, რომელიც საქართველოში მომუშავე ბირჟებზეა წარმოდგენილი, იქნება ის კრიპტო ცნობილი აქტივი თუ არა.
დამატებით, რაც ტრეიდერებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, არის ის, რომ რეგულაციები ეხება ანონიმური აქტივებით ვაჭრობას.
რას ნიშნავს ეს? - იკრძალება ყველა იმ კრიპტო აქტივით ვაჭრობა, რომელთა გადარიცხვების შემოწმება შეუძლებელია, შესაბამისად ქართველი ტრეიდერები ქართულ ბირჟებზე ვეღარ შეძლებენ ისეთი კრიპტო აქტივების ყიდვას, როგორებიც არის Monero, Zcash და ა.შ.
თუმცა თუ კრიპტო ვალუტის ყიდვა მოგინდა, უამრავი დეცენტრალიზებული და ანონიმური აქტივი არსებობს, იქნება ეს ბიტკოინი, ლაითქოინი თუ ეთერიუმი.
ხოლო თქვენთვის გაწეული სერვისების სანაცვლოდ, საქართველოში მომუშავე კრიპტო ბირჟებსა და კრიპტო პლატფორმებს, საკომისიოებისა და სხვადასხვა საფასურის აღება შეეძლებათ როგორც ეროვნულ ვალუტაში, ანუ ლარში, ასევე იმ კრიპტოვალუტაში, რომლის მომსახურებაც განხორციელდა.
რეგულაციები უსაფრთხოებისთვის
საქართველოს კრიპტო კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია უსაფრთხოების კუთხითაც. კანონის ამოქმედებით გაკონტროლდება ყველა საეჭვო მისამართი, სადაც შეიძლება კრიპტო აქტივები გადაირიცხოს.
უფრო კონკრეტულად, ბირჟებმა და კრიპტო სუბიექტებმა, რომლებიც ზოგადად კრიპტო სერვისებს სთავაზობენ ტრეიდერებს, უნდა დანერგონ ბლოკჩეინის ანალიზის სისტემა, რომ საეჭვო გადარიცხვები მეტად გაკონტროლდეს.
რას ნიშნავს საეჭვო გადარიცხვები? - ისეთი მისამართები, რომლებიც დაკავშირებულია ტერორისტულ ორგანიზაციებთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან, ასევე ფულის გათეთრებასთან და სხვადასხვა თაღლითურ სქემებთან, რომლებიც მომხმარებლების კუთვნილ კრიპტო ფინანსებს ითვისებენ.
სწორედ ამ რეგულაციის ფარგლებში, ბირჟები ვალდებულნი არიან, თავიანთ სისტემებში დანერგონ ისეთი მოწყობილობები, რომლებიც უსაფრთხოების დონის ზრდას უზრუნველყოფენ და ასეთი სისტემებია - Elliptic, Chainalysis, Crystal Blockchain Analytics და ა.შ.
როგორ მუშაობენ ეს სისტემები? - მათ ბაზაში განთავსებულია ყველა ის კრიპტო მისამართი, რომელიც ოდესმე მომხმარებლების მიერ შენიშნულ იქნა საეჭვო აქტივობაში, მაგალითად ამ მისამართზე გადაირიცხა რომელიმე კრიპტო ბირჟიდან ან კრიპტო საფულიდან მოპარული ციფრული აქტივები.
ამ საეჭვო მისამართებზე გადარიცხვისას ტრანზაქცია არ განხორციელდება, ხოლო ანგარიში ავტომატურად იბლოკება. თუკი ვინმეს შენს კრიპტო ანგარიშზე აქვს წვდომა და შენს საკუთრებაში არსებული კრიპტოვალუტის გატანას მოინდომებს, უსაფრთხოების სისტემების წყალობით მისი ტრანზაქცია დაიბლოკება და ამგვარად შენი კრიპტოვალუტა უფრო უსაფრთხოდ იქნება.

1745305198

1739131407