ვისოლი თვითმომსახურების სადგურის ქსელს მნიშვნელოვნად აფართოებს

„ვისოლი“ თვითმომსახურების სადგურების ქსელს მნიშვნელოვნად აფართოებს როგორც თბილისში, ისე რეგიონში და ახალ წელს, უკვე 10 Self-service ავტოგასამართი სადგურით შეხვდება. კომპანიის თვითმომსახურების სადგურები უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით, შეძლებს ერთგულ მომხმარებლებს საწვავზე მნიშვნელოვნად შეღავათიანი ფასი და მომსახურების ახალი გამოცდილება შესთავაზოს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, „ვისოლი“ თვითმომსახურების სადგურების ქსელს მნიშვნელოვნად აფართოებს. მიზანი მოქალაქეებისთვის შეღავათიანი ფასებისა და მომსახურების გამოცდილების შეთავაზებაა. თბილისისა და ბათუმის შემდეგ, თვითმომსახურების სადგურებით სარგებლობა უკვე დღეიდან, ფოთში, ქუთაისსა და ზუგდიდში მცხოვრებლებსაც შეეძლებათ.

პირველი თვითმომსახურების სადგური „ვისოლმა“ თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, პოლიციის სამმართველოსთან, გასულ წელს გახსნა. ცნობილი თანამედროვე მხატვრის, გიორგი გამეზარდაშვილის მოხატული სადგური ახლა უკვე „სმარტთან“, „ვენდისთან“ და „დანკინთან“ ერთად, ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი გარემოა დედაქალაქში. ერთ სივრცეში თავმოყრილია ხელმისაწვდომი, უმაღლესი ხარისხის ნავთობ-პროდუქტები, „სმარტის“ ექსკლუზიური იმპორტის არჩევანი, ახლადგამომცხვარი პურ-ფუნთუშეული იტალიურ „ტრუჩილოს“ ყავასთან ერთად და ამერიკული რესტორნების გემრიელი შეთავაზებები.

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. კომპანია უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავითა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით, საცალო ბაზრის ლიდერია. გარდა ამისა, ვისოლს გაზგასამართი სადგურების ყველაზე მეტი ობიექტი აქვს ქვეყანაში და „ი-სპეისთან“ თანამშრომლობით, კომპანია, ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელსაც ავითარებს.

მეტის ნახვა