ახალი ამბები • 1751358640
12 წლამდე გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 40 წლამდე კაცი დააკავეს
კრიმინალი
1710136988

12 წლამდე გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 40 წლამდე კაცი დააკავეს. შემთხვევა რუსთავში მოხდა.
როგორც ცნობილია, დაკავებულმა მოზარდი საკუთარ სახლში მოტყუებით აიყვანა, პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო აყურებინა და გარყვნილი სახის ქმედება ჩაიდინა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ძალადობის გარეშე გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით, 5-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
მეტის ნახვა