14 წლის შშმ გოგოს მამინაცვალი აუპატიურებდა

"TV25"-ისთვის, კიდევ ერთი, შემზარავი ფაქტი ხდება ცნობილი. ჩვენი ინფორმაციით, 14 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოს მამინაცვალი, სისტემატიურად, აუპატიურებდა. ფაქტზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის მეოთხე განყოფილება აწარმოებს.

მამინაცვალი დაკითხვაზე უკვე იმყოფებოდა. "TV25"-ის ინფორმაციით, საქმეში კიდევ ორი პირი ფიგურირებს, რომლებიც ასევე, მოზარდზე სექსუალურად ძალადობდნენ.

 შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ. უწყებაში განმარტეს, რომ გამოძიება სქესობრივი დანაშაულის ფაქტზე მიმდინარეობს. 

მეტის ნახვა