ახალი ამბები • 1756410394
40 წლამდე ასაკის კაცი ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს
კრიმინალი
1663749861

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 40 წლამდე ასაკის კაცს რამდენიმე ცეცხლნასროლი ჭრილობა მიაყენეს. შემთხვევა სოფელ ქეშალოში, დილით მოხდა.
ადგილობრივთა ინფორმაციით, აიდინ ჰამზაევი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, საკუთარ კომერციულ ფართში ჩაცხრილეს, სადაც ის მცირე ბიზნესით იყო დაკავებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა