ახალი ამბები • 1685519059
ძაღლზე მოძალადე ირაკლი კეშელავას მოსამართლემ 3000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა
კრიმინალი
1682582766
ცხოველის სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებული პირი, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო. ბრალდებულის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსამართლემ ირაკლი კეშელავას, მხოლო 3 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
პროკურორი, გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. მიიჩნევს, რომ დამნაშავე, ბევრად მკაცრ სასჯელს იმსახურებს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, უკმაყოფილო დარჩნენ ცხოველთა უფლებადამცველებიც. შესაბამისად, ხმაური იყო დარბაზში. მათ, აქციაც კი გამართეს სხდომის დაწყებამდე.
ბრალდებული, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა. ირაკლი კეშელავას, გამოძიება, ცხოველის წამებას და სასტიკ მოპყრობას ედავებოდა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია. დანაშაულის ამსახველი ფაქტები, მიმდინარე წლის 23 იანვარს გასაჯაროვდა.

შემზარავი შემთხვევა - შვილმა მამა მოკლა
1683875927
მეტის ნახვა