ახალი ამბები • 1752267330
ფემიციდის მორიგი შემთხვევა - მოკლულია 22 წლის გოგო
კრიმინალი
1709116774

ფემიციდის მორიგი შემთხვევა - მოკლულია 22 წლის გოგო. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, თბილისში, ლილოს დასახლებაში მოხდა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი საკუთარი სახლის წინ, დილით, ორმოში ნახეს.
მოკლულს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, მოტივი მეგობართან არსებული კონფლიქტია. ცხედარი ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს.
ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა
1752065820

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა