ახალი ამბები • 1763483982
"იარაღის მუქარით ფულის წაღება შეძლეს" - შეიარაღებულმა პირებმა ოჯახი დააყაჩაღეს
კრიმინალი
1695023909
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ოჯახი დააყაჩაღეს. თავდამსხმელებმა იარაღის მუქარით 250 ლარის წაღება შეძლეს. შემთხვევა სოფელ ჭალეში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში ოჯახის 2 წევრი იმყოფებოდა, რომლებიც ფულის გამოძალვის მიზნით მძევლად აიყვანეს. მათგან ერთ-ერთს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს - დაზარალებულს თავზე რამდენიმე ნაკერის დადება დასჭირდა. იგი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.
მომხდარზე ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა





















