ახალი ამბები • 1756410394
ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა - ქმარმა ყოფილი ცოლი მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით, სახლში ბუნებრივი აირი გაუშვა
კრიმინალი
1642401377

38 წლამდე კაცი ყოფილი ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შემთხვევა გუშინ, ლაგოდეხში მოხდა.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქალი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა, თუმცა ცხედარზე ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, პოლიციამ მისი ყოფილი ქმარი დააკავა.
არსებული ცნობებით, კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით, სახლში ბუნებრივი აირი გაუშვა. მას 3 მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა