20 საიდუმლო, რომელიც ყველაზე გემრიელი პასკის გამოცხობაში დაგეხმარებათ

პასკა

TV25.GE გთავაზობთ 20 საიდუმლოს, რომელიც ყველაზე გემრიელი პასკის გამოცხობაში დაგეხმარებათ:

1. როგორც იცით პასკას აღდგომამდე აცხობენ. ვიდრე მომზადებას შეუდგებოდეთ, აუცილებლად მოაწესრიგეთ სამზარეულო და საკუთარი აზრები. ცომის მოზელვისას მნიშვნელოვანია სულიერი სიმშვიდე: იფიქროს მხოლოდ კარგზე, არსად გეჩქარებოდეთ, არ ყვიროდეთ და არ ჩხუბობდეთ.

2. საფუვრიანი ცომი მეტეოდამოკიდებულია: მას უყვარს სითბო და არ უყვარს სიცივე და ორპირი. ამიტომაც იზრუნეთ კომფორტულ ტემპერატურაზე და აუცილებლად წინასწარ გაახურეთ ღუმელი.

3. გამოიღეთ ყველა პროდუქტი წინასწარ მაცივრიდან: ცომის მოზელვისას ისინი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.

4. სწორად შერჩეული საფუარი – კარგი პასკის გამოსვლის საწინდარია. შეარჩიეთ ცოცხალი – ნოტიონ, პლასტელინის მსგავსი საფუარი და არა მშრალი. ასე პასკა ბევრად კარგად ამოვა.

5. სანამ ცომს მოზილავდეთ, აუცილებლად გაცერით ფქვილი: ეს კიდევ ერთი გარანტია კარგი პასკის გამოსვლის.

6. იმისათვის, რომ ცომი კარგად ამოვიდეს, საფუვრიანი მასა (საფუძველი) ჩადგით თბილ წყლიან (და არა ცხელ) ჯამში და გადააფარეთ სუფთა ჩაის ტილო.

7. პასკის ცომი აუცილებლად ხელით უნდა მოზილოთ. ამასთან დიდხანს – იქამდე, სანამ ცომი თავისუფლად მოსცილდება ჯამს და არ იქნება წებოვანი.

გულსართის დამატება და ცხობა

8. იმისათვის, რომ ლამაზი, ოქროსფრად დაბრაწული პასკა მიიღოთ, გამოიყენეთ ახალი სოფლის კვერცხი და დაუმატეთ ცომში ცოტაოდენი კურკუმა. იგივე ეფექტის მისაღებად გამოდგება ზაფრანას ნაყენი: 1 ჩ/კ დაფქულ ზაფრანას დაასხით 50 მლ არაყი, დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ რამდენიმე საათი.

9. არომატისთვის ცომში შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი ვანილი, მუსკატის კაკალი, კარდამონის დანაყილი თესლი ან 2-3 ს/კ ოქროსფერი რომი.

10. ქიშმიშის გარდა ცომში შეგიძლიათ დაუმატოთ წვრილად დაჭრილი კურაგა. ციტრუსის ცედრა, ნებირმიერი ცუკატები ან დაჭრილი ნიგოზი, ნუში ან თხილი.

11. პასკის გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, ფსკერზე ჩააფინეთ ქაღალდის წრე, ფორმის დიამეტრზე ოდნავ პატარა: ასე პასკას მარტივად ამოიღებთ ფორმიდან.

12. გაავსეთ გამოსაცხობი ფორმა ცომით 1/3 –დით და გააჩერეთ თბილ ადგილას იქამდე, სანამ მოცულობაში არ გაორმაგდება. ცომის ბოლომდე ამოსვლას ნუ დაელოდებით: ცხობისას ის კიდევ გაიზრდება მოცულობაში.

13. გამოუცხობი პასკის შუაში ჩაარჭვეთ ხის ჩხირი. ეს საშუალებას მისცემს ცომს თანაბრად ამოვიდეს, ხოლო თქვენ მიგახვედრებთ – გამოცხვა თუ არა უკვე პასკა. თუ კექსი მზად არის, ცომიდან ამოღებული ჩხირი მშრალი უნდა იყოს და სუფთა.

14. ღუმელის ქვედა თაროზე ცხობისას დადგით წყლიანი ჯამი, ასე პასკა უფრო ნაზი გამოვა. ცხობისას ღუმელის კარს ნუ გამოაღებთ: შესაძლოა ცომი ჩავარდეს და აღარ ამოვიდეს.

15: თუკი ხის ჩხირი ჯერ კიდევ ნამიანი, ხოლო პასკის ზედაპირი უკვე დაბრაწული – დააფარეთ მას კარაქწასმული ფოლგა.

პასკის გაფორმება

16. იმისათვის, რომ მინანქარი არ დასკდეს, წაუსვით ის კარგად გაცივებულ პასკას.

17. ოდნავ მომჟაო გემოსთვის კვერცხის ცილისა და შაქრის პუდრისგან მომზადებულ კლასიკურ მინანქარში ჩაუმატეთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი.

18. “თეთრქუდიან” პასკებს შეგიძლიათ მოაყაროთ ქიშმიში და მოასხათ გამდნარი შოკოლადი. თუ გსურთ, რომ ფერადი პასკები მიიღოთ, შეგიძლიათ თეთრ მინანქარში ჩაუმატოთ ცოტაოდენი ჭარხლის, სტაფილოს ან ახალგამოწურული ოხრახუშის წვენი.

19. ფერადი, მზა კულინარიული მოსაყრელის მაგივრად აჯობებს გამოიყენოთ ცუკატები, მარციპანის ფიგურები და ცოცხალი ყვავილებიც კი.

20. მზა პასკები კარგად გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე და ფრთხილად შეახვიეთ საცხობ ქაღალდში – ასე მათ დიდხანს შეინახავთ რბილად.

 

წყარო: gurmania.ge

მეტის ნახვა