91 წლის ასაკში მანუჩარ შერვაშიძე გარდაიცვალა - საქართველო სახალხლო არტისტს სამუდამოდ გამოემშვიდობა

91 წლის ასაკში სცენას და ტელეეკრანებს, მანუჩარ შერვაშიძე გამოაკლდა. ცხოვრების უდიდესი ნაწილი, მან თეატრში გაატარა. მდიდარია მსახიობის  მიერ შესრულებული ეკრანული სახეების პალიტრა, იგი გადაღებულია 50-მდე ფილმში.  ყველა როლი დასამახსოვრებელი და გამორჩეული ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ მანუჩარ შერვაშიძე მონაწილეობდა, ცნობილ ტელეშოუ- „ყავახანაშიც“  რომელიც ტვ-25-ის ეთერით გადმოიცემოდა. მსახიობები ამბობენ, რომ იგი, ცხოვრებაშიც ისეთივე დასამახსოვრებელი იყო, როგორც როლებში.

მსახიობის შემოქმედება,  დაკავშირებულია ქართველი თეატრისა და კინოს უდიდეს წარმატებებთან. მის მიერ შესრულებული მხატვრული სახეები, ქართული საშემსრულებლო ხელოვნების ისტორიის ოქროს ფონდის განუყოფელი ნაწილია. კოლეგები ამბობენ, რომ  არტისტის გარდაცვალებით,  ქართულ ხელოვნებას, უდიდესი ვარსკვლავი გამოაკლდა.

ადამიანი, რომლის სახლიც თეატრი იყო, რომელმაც  ქართული სამსახიობო კულტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. საქართველოს დამსახურებული და სახალხო არტისტის  საპატიო წოდებებით დაჯილდოებული,  ორგზის პრემიის ლაურეატია, 2010 წელს მიენიჭა ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდებაც. ბათუმის დრამატული თეატრის წინ გახსნილია მანუჩარ შერვაშიძის სახელობის ვარსკვლავი.  მისი საქმისადმი სიყვარული დაუვიწყარია კოლეგებისთვის. გამოზარდა ბევრი მსახიობი და დაეხმარა პირველი ნაბიჯების გადადგმაში. 

მისი როლები,  მუდმივად დადებით და  პოზიტიურ ამპლუაში იყო წარმოდგენილი, მსახიობები ყვებიან, რომ ცხოვრებაშიც როლში იყო. მუდმივად თბილი, მოსიყვარულე, საქმისადმი ერთგული და პროფესიაზე შეყვარებული. კოლეგები  ამბობენ, რომ თეატრისა  და მაყურებლის სიყვარულით შეპყრობილი, მუდმივად მოუწოდებდა -  დაეფასებინათ მაყურებელი.

ხვალ, ამ სცენიდან, სწორედ, იქედან, სადაც, თითქმის მთელი ცხოვრება გაატარა, საქართევლო,  გენიას დაემშვიდობება.

მეტის ნახვა