ახალი ამბები • 1746445921
ბათუმში, KFC გაიხსნა

"KFC საქართველოს" რესტორნების ქსელის გაფართოებას განაგრძობს. კომპანიამ ბათუმში, პირველი ობიექტი გახსნა. "ქეი ეფ სი"-ს ახალი რესტორანი სტუმრებს ევროპის მოედანზე, მ.აბაშიძის 34 ნომერში, უმასპინძლებს.
100 სტუმარზე გათვლილი კვების ობიექტი, სტუმრებისთვის, ყოველდღიურად იმუშავებს და ხელმისაწვდომი იქნება მიტანის სერვისიც.
Kentucky Fried Chicken ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელია, რომელიც ცნობილია ქათმის მომზადების ლეგენდარული, საიდუმლო რეცეპტით. იგი 1930 წელს დაარსდა კენტუკის შტატში, (აშშ) ჰარლამ სანდერსის მიერ, რომელმაც უმოკლეს ვადაში შეძლო სახელი გაეთქვა თავისი რეცეპტებით არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
საქართველოში "ქეი ეფ სი"-ს რესტორნების ქსელი 2014 წლიდან ოპერირებს.

1739131407