ახალი ამბები • 1732197116
ახლადაშენებული საბავშვო ბაღი ავარიულ მდგომარეობაშია
ამორტიზებული და დაზიანებული კედლები, დაგრეული ინფრასტრუქტურა, ასეთი ვიტარება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საბავშვო ბაღშია. არსებული სიტუაციის გამო სააღმზრდელო დაწესებულება თიტქმის ერთი თვეა აღარ ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ ბაღს დზიანებები აქამდეც ჰქონდა თუმცა სიცოცხლისთვის საშიშ ზონაში სასწავლო პროცესი მაინც მიმდინარეობდა. 180ზე მეტი ბავშვ რომელიც დაწესებულებაში სწავლობდა ახლა სასწავლო პროცესის მიღმა დარჩა. მერიამ ალტერნატიულ ბაღებში მათთვის ადგილები ვერ გამოძებნა. დეტალები სიუჟეტში.
უკვე თვეზე მეტია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ახალსოფლის საბავშვო ბაღი დაკეტილია. მიზეზი შენობის ავარიული მდგომარეობაა. სააღმზრდელო დაწესებულების ინფრასტრუქტურა სრულიად მოშლილია, კედლები კი, დაბზარული, რაც ბავშვებისთვის საფრთხის შემცველ გარემოს ქმნის. ახლა 180 ბავშვი სააღმზრდელო პროცესის მიღმა დარჩა. მშობლები ამბობენ, რომ ალტერნატიულ ბაღებში, აღსაზრდელების დამატებითი რაოდენობის მიღების საშუალება, ადგილების სიმცირის გამო არ აქვთ.
ახალსოფლის საბავშვო ბაღი, ხელვაჩაურის მერიამ 2015 წელს ჩაიბარა. მის ასაშენებლად თვითმმართველობამ, დაახლოებით, 700 000 ათასი ლარი დახარჯა. 6 წლის შემდეგ კი, შენობა იმდენად ამორტიზებულია, რომ იქ გაჩერება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. აღნიშნულში კორუფციულ ნიშნებს ხედავენ ოპოზიციაში. ნაციონალური მოძრაობის წევრი მიშა ბოლქვაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულმა მერმა, წინამორბედი მერების შეცდომებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და როგორც შენობის რეაბილიტაცია, ასევე, აღსაზრდელების ალტერნატიულ ბაღებში დროულად გადაყვანა უნდა უზრუნველყოს.
ხელვაჩაურის მერიაში, თავს მეწყრული პროცესებით იმართლებენ. ვიცე მერი განმარტავს, რომ კვლევების ჩასატარებლად ტენდერი უკვე შედგა. ახლა საბოლოო გეოლოგიურ დასკვნას ელოდებიან, რომელიც წლის ბოლომდე უნდა მომზადდეს. კახა ფუტკარაძის თქმით, შემდგომი ქმედებებიც დასკვნის მიხედვით განხორციელდება. კითხვაზე, რატომ დაუშვა თვითმმართველობამ, 6 წლის წინ, მეწყერსაშიშ ზონაში საბავშვო ბაღის აშენება? ფუკტარაძე ასე გვპასუხობს:
ხელვაჩაურის მერიაში ვერ გვიკონკრეტებენ, რა ბედი ეწევა 180-ზე მეტ ბავშვს და როდის განახლდება სააღმზრდელო პროცესი.
1727447820