ახალი ამბები • 1675446001
ბათუმის საჯარო სკოლიდან გააგდეს მოსწავლე, რომელმაც რუსეთის დროშა ჩამოხია

ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლიდან, საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას გააგდეს მოსწავლე, რომელმაც კედელზე მიმაგრებული რუსეთის დროშა ჩამოხია. ოკუპანტი ქვეყნის სიმბოლო საგანმანათლებლო დაწესებულების დერეფანში, სხვა ქვეყნების დროშებთან ერთად იყო განთავსებული.
დირექტორმა მოსწავლის მშობელი დაიბარა და დახურულ კარს მიღმა ესაუბრა. ჩვენი ინფორმაციით, შორენა ქონიაძემ მოსწავლის ქმედებაზე მშობელს უსაყვედურა, ბავშვს კი გაფრთხილება მისცა.
ირკვევა, რომ სასწავლო დაწესებულების დირექტორმა ფაქტის შეფასება/შესწავლა ერთპიროვნულად, საკუთარ თავზე აიღო და პროცესში მშობელთა დისციპლინური კომიტეტის ჩართვა საჭიროდ არ ჩათვალა.
საჯარო სკოლის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ დაწესებულებაში მოსწავლეთა ნაწილი რუსია და სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, სხვა ქვეყნების სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად რუსეთის დროშაც განათავსეს.
TV25-ის ექსკლუზიური მასალის შემდეგ, ბათუმის მეშვიდე საჯაროს სკოლიდან ყველა ქვეყნის დროშა ჩამოხიეს

1675317554

1675185991

1675164609

1674896531

1674479274