ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველი გამოცდა აბიტურიენტებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარეს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სწრებადობა 93%-ზე მეტი იყო. აჭარის საგამოცდო ცენტრებში პირველ სესიაზე 930-დან  880-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა, მეორე სესიაზე კი 880-დან 830-მდე. დაგვიანება არ დაფიქსრებულა. 5 ივლისიდან კი პროცესში საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული პირები ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. 17 და 18 ივლისს  თავს მაგისტრანტობის კანდიდატები გამოსცდიან. გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის  47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. აქედან, 3 000-ზე მეტს გრანტის მიღება სურს. ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

მეტის ნახვა