ახალი ამბები • 1749729270
როდემდე შეუძლია სკოლადამთავრებულს ატესტატის მიღება უფასოდ? - ინფორმაცია
განათლება
1655905440

მიმდინარე წლის 20 ივნისიდან სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საყოველთაო გაცემა დაიწყო. ატესტატის მიღების მიზნით, მსურველებმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, საზოგადოებრივ ცენტრს ან იუსტიციის სახლს უნდა მიმართონ.
სკოლადამთავრებულები დოკუმენტს განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს, უფასოდ მიიღებენ. საფასურის გადახდის გარეშე ატესტატის მიღება მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი.
ატესტატის დაჩქარებული წესით მიღების სურვილის შემთხვევაში პირმა საფასური უნდა გადაიხადოს.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა