- ერთი | გახარიას გუნდი ქობულეთის შტაბის უფროსმა რევაზ ჯალაღანიამ დატოვა

„ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის“ რიგებს და ვგმობ პარტიის ლიდერის გიორგი გახარიას მოღალატეობრივ და საქართველოსთვის დამაზიანებელ ქმედებებს“ - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ქობულეთის შტაბის უფროსმა რევაზ ჯალაღანიამ სოციალურ ქსელში დაწერა და პარტია დატოვა. ჯალაღანია ასევე წერს, რომ ის სრულიად ემიჯნება პარტიის ხედვებსა და  მოქმედებებს, რომელიც, სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, ქვეყნის სუვერენიტეტის ხარჯზე საკუთარი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილებისკენაა მიმართული. პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ ამბობენ, რომ  „ქართული ოცნება“ დაშინებისა და გადაბირების პოლიტიკას კვლავ აგრძელებს. გოჩა გუგუნავას  განცხადებით, უმაღლესი საბჭოს სიის მეოცე ნომერი, რევაზ ჯალაღანია, იყო რიგითი აქტივისტი, რომელიც გაიყიდა. 

მეტის ნახვა