ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერმა გადაწყვიტა საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერება - ჰერჩინსკი

ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერმა გადაწყვიტა საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერება - ამის შესახებ დღეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჩერსჩინსკიმ განაცხადა. მან  კიდევ ერთხელ ისაუბრა ქართული ოცნების ანტიდასავლურ რიტორიკაზე და თქვა, რომ მმართველი პარტიის უმაღლეს ოფიციალურ პირებს შორის "შეჯიბრია, ვინ მიაყენებს შეურაცხყოფას ევროკავშირს ყველაზე ძლიერად". ელჩმა ასევე განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებისა და განცხადებების შედეგია ის, რომ ქვეყნის გაწევრიანების პროცესი შეჩერდა.  "პრობლემა არც ბრიუსელშია, არც ვაშინგტონში და არც კიევში, ის აქ არის, საქართველოში“- თქვა ჰერჩინსკიმ. ამ ყველაფრის პარალელურად ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ "არაფერი არ არის შეჩერებული". ის ირწმუნება, რომ "თუ რამე არის შეჩერებული, ეს არის სხვა კანდიდატი ქვეყნების ინტეგრაცია ევროკავშირში". კრიტიკულ განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასებები ადგილობრივ ოპოზიციაში

მეტის ნახვა