„ოცნება“ დედაქალაქში დაანონსებული აქციებისთვის სტუდენტების მობილიზებას ახორციელებს - ენმ

ქაშიბაძე

„ოცნება“ დედაქალაქში დაანონსებული აქციებისთვის სტუდენტების მობილიზებას ახორციელებს - ეს განცხადება „ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაში“ გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. ნიკა ქაშიბაძე ასე 23 ოქტომბრისთვის თბილისში დაგეგმილი შეკრებისთვის ახალგაზრდების მობილიზების საკითხს გამოეხმაურა. ოპოზიციის წევრის განცხადებით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საზღვაო აკადემიის აკადემიური პერსონალი და თვითმმართველობები სტუდენტებზე წეზოლას ახორციელებენ. ბსუ-ში სიტყვიერად განგვიმარტეს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. იგივე პასუხი გაგვცეს საზღვაო აკადემიაში.

მეტის ნახვა