რატომ არ თანამშრომლობს კომპანია "ალმა" ენმ-სთან

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ მმართველი გუნდის მხრიდან პოლიტიკურ შევიწროებაზე საუბრობს. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ნიკა ქაშიბაძემ ამის მაგალითად ბილბორდების ვერ სარგებლობა დაასახელა. განაცხადა, რომ შპს „ალმამ“  მათ არმისცა შესაძლებლობა კამპანია ეწარმოებინათ, რაც უკანონობაა. ქაშიბაძე აცხადებს, რომ კომპანიას ელექტრონული ფოსტის საშუალებით 30 სექტემბერს მიმართეს, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღიათ. ოზიციის წევრი ცესკოს, სადამკვირვებლო და დიპლომატიურ მისიებს მიმართავს, რათა ფაქტზე რეაგირება მოხდეს. კომპანიაში ბრალდებასთან დაკავშირებით სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ტელეფონის ნომერი მოგვაწოდეს. 

მეტის ნახვა