ახალი ამბები • 1749708000
28-29 ოქტომბერს, საქართველოს წამყვანი უროლოგები "მედინაში" უფასო კონსულტაციას ჩაატარებენ

28-29 ოქტომბერს, ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ "მედინაში" უფასო კონსულტაციას ჩაატარებენ ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, გიორგი მანაგაძე და წამყვანი უროლოგები: ამბროსი პერტია, ალექსანდრე უჯმაჯურიძე და ლევან ვარშანიძე.
კონსულტაციაზე მიიღებიან პაციენტები, რომელთაც აწუხებთ: - შარდკენჭოვანი დაავადება - მამაკაცთა უნაყოფობა - მწვავე და ქრონიკული პროსტატიტი - ურეთრის სტრიქტურები, ობლიტერაციები - ურეთრიტები და საშარდე გზების ინფექციები - თირკმლის ჭვალი - წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია - ცისტიტები - შარდის შეუკავებლობა - ქალის სასქესო ორგანოების პროლაფსი - ერექციული დისფუნქციები (იმპოტენცია) და ეაკულატორული დარღვევები - ვარიკოცელე და ჰიდროცელე და ა.შ
წარმოებს წინასწარი ჩაწერა: 0422 25 85 13
მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N237 ვიზიტის ფარგლებში ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ "მედინასა" და ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები ჩაატარებენ გეგმიურ უროლოგიურ ოპერაციებს.

1739131407