პატივს ვცემ, მაგრამ ვერ დავეთანხმები - ამირან გამყრელიძე ინფექციონისტებზე, რომელთაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ

ამირან გამყრელიძე

პატივს ვცემ ინფექციონისტებს, რომელთაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, ვიცნობ მათ და ისინი პროფესიონალები არიან, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები. თერმოსკრინინგს ნუ შევაჩერებთ, ამ ეტაპზე უნდა იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში სავალდებულო თერმოსკრინინგი არის წესრიგის ერთ-ერთი ინდიკატორი.

„შეიძლება დაინფიცირებულ ადამიანს არ ჰქონდეს ტემპერატურა, მაგრამ თერმოსკრინინგი გახდა ჩვენი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების წესრიგის გამოხატულების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი. ადამიანი რომ შედის დაწესებულებაში და იცის, რომ გაუზომავენ ტემპერატურას, ის აუცილებლად გაიკეთებს პირბადეს. ის მოემზადება და თუ მას ჰქონდა რაიმე ნიშნები, არ შევა ამ დაწესებულებაში, იქნება ეს მაღაზია თუ რაიმე სხვა ტიპის სავაჭრო ობიექტი ან ნებისმიერი სხვა“, - განმარტა გამყრელიძემ.  

მეტის ნახვა