აეროპორტის გზატკეცილზე საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილის #82-ში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ორსართულიანი ადაპტირებული შენობა 200 აღსაზრდელზეა გათვლილი. ამ ეტაპზე დასრულებულია საძირკვლის ჩასხმა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ეზო, სადაც განთავსდება ატრაქციონები და საპარკო სკამები, დაიგება მწვანე საფარი და დამონტაჟდება განათების სისტემა. ღირებულება 4 მილიონ 555 ათას ლარს შეადგენს და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტი ასევე მოიცავს მისასვლელი გზისა და ბაღის მიმდებარედ ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებას. ამ ეტაპზე ბათუმში  3 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 1-ის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მეტის ნახვა